• georgian flag
  • english flag

ფუნდამენტალიზმი (განმარტებითი ლექსიკონი - სამოქალაქო განათლების ლექსიკონი)

A A       1340

რელიგიური შეუწყნარებლობის ზოგადი სახელწოდება. ტერმინი გამოიყენება, უპირატესად, ისლამთან მიმართებით და, როგორც წესი, უარყოფითი დატვირთვა აქვს, რამდენადაც იგი ისლამური ტერორისტული ორგანიზაციების იდეოლოგიას წარმოადგენს. ფუნდამენტალიზმი არის რელიგიური პოზიცია, რომელიც მოცემული რელიგიის ბაზისური მცნებების უპირობო მხარდაჭერას მოითხოვს და მიზნად ისახავს მათ პირდაპირ რეალიზაციას ისტორიული პირობებისა და რაიმე სპეციფიკური მომენტების გაუთვალისწინებლად. არსებობს ფუნდამენტალისტური მოძრაობების განსხვავებული სახეები. მაგალითად, პროტესტანტული ფუნდამენტალიზმი ძირითადად მიმართულია კათოლიციზმის წინააღმდეგ, ებრაული ფუნდამენტალიზმის ძირითად მოწინააღმდეგეებად ის ებრაელები მიიჩნევიან, რომლებიც იუდაიზმის სეკულარიზაციისაკენ იხრებიან და ა. შ.