მართლწინააღმდეგობა (განმარტებითი ლექსიკონი)
A A 3352 |
მართლსაწინააღმდეგო არის პირის მიერ ჩადენილი ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება მართლწესრიგს. მართლწინააღმდეგობის ცნება სამართლის ყველა სფეროში ერთმნიშვნელოვნად არის გაგებული. მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებები გამო რიცხავენ ქმედების უმართლობას (ქმედების მართლწინააღმდეგობას) სამართლის ყველა დარგში. მაგალითად, სამოქალაქო სამართლებრივი → უკიდურესი აუცილებლობა გამორიცხავს უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში ჩადენილი ქმედების სისხლისსამართლებრივ მართლწინააღმდეგობას. მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოების არსებობა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ათავისუფლებს აგრეთვე თანამონაწილესაც. მართლწინააღმდეგობის კანონისმიერი გარემოებებია: → აუცილებელი მოგერიება (სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლი, სამოქალაქო კოდექსის 116-ე მუხლი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-19 მუხლი), → დამნაშავის შეპყრობა (სისხლის სამართლის კოდექსის
29-ე მუხლი), → უკიდურესი აუცილებლობა (სისხლის სამართლის კოდექსის 30-ე მუხლი, სამოქალაქო კოდექსის 117-ე მუხლი), → მართლზომიერი რისკი (სისხლის სამართლის კოდექსის 31-ე მუხლი), → თვითდახმარება (სამოქალაქო კოდექსის 118-ე მუხლი). სისხლის სამართლის კოდექსის 32-ე მუხლი ითვალისწინებს მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველ ზეკანონურ გარემოებებს: დაზარალებულის თანხმობა (→ დაზარალებულის (სავარაუდო) თანხმობა) და → მოვალეობათა კოლიზია. ქმედების მართლწინააღმდეგობა, როგორც წესი, გამოირიცხება არა მხოლოდ მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავი გარემოებების ობიექტურად არსებობის შემთხვევაში, არამედ პირი შესაბამისი ნებითაც უნდა მოქმედებდეს (სუბიექტური ელემენტი).