• georgian flag
  • english flag

კანონიერი წარმომადგენელი (განმარტებითი ლექსიკონი)

A A       1033

სისხლის სამართლის პროცესში არის → ახლო ნათესავი, მეურვე, მზრუნველი, რომელიც მონაწილეობს სისხლის სამართლის პროცესში ისეთ შემთხვევაში, როდესაც პროცესის მონაწილე არის არასრულწლოვანი, ქმედუუნარო, შეზღუდულქმედუნარიანი ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დაიცვას თავი (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილი). მაგა ლითად, 14 წლამდე პირის დაკითხვა შეიძლება მხოლოდ კანონიერი
წარმომადგენლის თანხმობითა და დასწრებით (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 116-ე მუხლის მე-3 ნაწილი), იგი ესწრება აგრეთვე სასამართლო სხდომას, სადაც არასრულწლოვანი ბრალდებული მონაწილეობს (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 317-ე მუხლის მე-2 ნაწილი).