• georgian flag
  • english flag

ტერიტორიული სუვერენიტეტი (განმარტებითი ლექსიკონი)

A A       1132

ტერიტორიული სუვერენიტეტი ან, როგორც მას ასევე უწოდებენ, ტერიტორიული უზენაესობა წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ → სახელმწიფო ტერიტორიის ან მისი ნაწილის საბოლოო და სხვა სუბიექტების ჩარევის გარეშე განკარგვის უფლებას. ტერიტორიული სუვერენიტეტი მჭიდროდ არის დაკავშირებული → ტერიტორიული მთლიანობის პრინციპთან. ტერიტორიული სუვერენიტეტი შეიძლება გარკვეულ გარემოებებში იმდენად შეიზღუდოს, რომ იგი მხოლოდ და მხოლოდ nudum ius წარმოადგენს. ამ შემთხვევაში, იგი გამოიხატება მოცემულ ტერიტორიაზე იურისდიქციის განმხორციელებელი სახელმწიფოსათვის მხოლოდ საბოლოო განკარგვის უფლების გადაცემის ან გადაცემაზე უარის თქმის უფლებაში (მაგ.: გერმანიის რაიხის 1937 წლისათვის არსებულ აღმოსავლეთ საზღვრებსა და ოდერი-ნაისეს ხაზს შორის მდებარე ტერიტორიები; ბოსნია და ჰერცეგოვინა მე-19 საუკუნის ბოლოს).