• georgian flag
  • english flag

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება (განმარტებითი ლექსიკონი)

A A       431

საქართველოს → კონსტიტუციის მე-19 მუხლი იცავს სიტყვისა და აზრის თავისუფლებას. კონსტიტუციურ რანგთან ერთად, ჩვეულებრივი კანონის დონეზეც არის დაცული „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება“, რაც თანმხვედრია კონსტიტუციით გარანტირებული ძირითადი უფლებისა. აღნიშნული მოიცავს არა მხოლოდ საკუთარი მოსაზრების ქონას, არამედ მის აქტიურ გამოხატვასაც, რასაც კარგად აკონკრეტებს კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ. ამასთან, დაცულია საკუთარი აზრის, როგორც შეფასების გამოხატვა, აქტიური გავრცელება და პროპაგირება. აზრი, სიტყვა ეს არის დემოკრატიული წყობილების არსებითი შემადგენელი ნაწილი, თუმცა, მისი გამოხატვაც პოვებს ფარგლებს იქ, სადაც იწყება შემხებლობა სხვა პირთა უფლებებთან (კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 ნაწილი). სიტყვის, აზრისა და გამოხატვის თავისუფლების გამოვლინებაა პრესისა და → მედიის თავისუფლება, ინფორმაციის თავისუფლება (24-ე მუხლი), ასევე შემოქმედების თავისუფლება (23-ე მუხლის მე-2 ნაწილი).