• georgian flag
  • english flag

სახელმწიფო ტერიტორიის იჯარა (განმარტებითი ლექსიკონი)

A A       517

სახელმწიფოს მიერ მისი ტერიტორიის ნაწილის საერთაშორისო სამართლის სხვა სუბიექტისთვის დროებით ან განუსაზღვრელი ვადით, გარკვეული საფასურის მიღების საფუძველზე ან უფასოდ, გადაცემა მასზე საერთაშორისო სამართლის ამ სუბიექტის მიერ სრული → იურისდიქციის ან იურისდიქციის ნაწილის გავრცელების უფლებამოსილებით (მაგ. 1903 წლის ხელშეკრულების საფუძველზე პანამის მიერ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის პანამის არხზე იურისდიქციის განხორციელების უფლების გადაცემა). სახელმწიფო ტერიტორიის იჯარით გადაცემა → ტერიტორიულ სუვერენიტეტზე ზეგავლენას არ ახდენს.