• georgian flag
  • english flag

Rule Against Perpetuities (RAP) (ქართულ-ინგლისურ-ქართული)

A A       494

მარადისობის საწინააღმდეგო წესი. საერთო სამართლის სისტემის ქვეყნებში გავრცელებული წესი. წესის ზღუდავს მესაკუთრის უფლებას გარდაცვალების შემდეგ განსაზღვროს საკუთარი ქონების ბედი. წესის თანახმად, მამკვიდრებელს/მესაკუთრეს შეუძლია განსაზღვროს უძრავი ქონების მესაკუთრე მისი გარდაცვალებიდან 21 წლიანი ვადის ფარგლებში. ამ წესის საწინააღმდეგო ნასყიდობა, ჩუქება და მემკვიდრეობა ბათილია. წესის მიზანი არის იმ დროის შეზღუდვა, რომლის განმავლობაში უცნობია მესაკუთრის ვინაობა და ქონება გამოთიშულია კომერციიდან.