• georgian flag
  • english flag

გამჭოლი პასუხისმგებლობა ,,alter ego’’-ს საფუძველზე (განმარტებითი ლექსიკონი)

A A       322

აშშ-ს სასამართლო პრაქტიკაში არსებობს არაკომერციული იურიდიული პირის წევრის პირადი პასუხისმგებლობის რამდენიმე მნიშვნელოვანი პრეცედენტი ე.წ. ,,alter ego’’-ს საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, თუკი წევრის კონტროლის ხარისხი იმდენად მაღალია, რომ იკარგება ა(ა)იპ-ის დამოუკიდებლობა, წევრი უნდა განიხილებოდეს, როგორც ა(ა)იპ-ის ალტერეგო, რაც მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობას იძლევა, იხ. MacAluso v. Jenkins, 95 I1. App. 3d 461, 420 N.E.2d,1981, 257.
საქმეზე Bank v. Trebein Co., სასამართლომ ჯერ კიდევ 1898 წელს იმსჯელა დამოუკიდებლობის სამართლებრივ ბუნებაზე დადაადგინა შემდეგი:
იურიდიული პირის ,,დამოუკიდებლობის ფიქცია შეზღუდულია იმ მიზნით, რომლითაც იურიდიული პირი შეიქმნა. დაუშვებელია ეს უპირატესობა გამოყენებულ იქნეს ბოროტად - დაუშვებელია ფიქციას ამოფარებულმა პარტნიორებმა განახორციელონ თაღლითობა ან სხვა უკანონო აქტი. მაგრამ თუკი ასეთი რამ მაინც მოხდება, სასამართლომ უნდა უკუაგდოს ფიქცია და დაადგინოს ნამდვილი მხარეები იმგვარად, თითქოს იურიდიული პირი საერთოდ არ შექმნილა, რადგანაც თაღლითობა ანადგურებს ყველაფერს რასაც ეხება, ადამიანის ყველაზე კეთილშობილურ ქმედებას მათ შორის.”
წყარო: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მუხლი 37, ირაკლი ბურდული/ნონა ზუბიტაშვილი, თბილისი, 2015