• georgian flag
  • english flag

Birching (ქართულ-ინგლისურ-ქართული)

A A       178

გაწკეპვლა
საქმეზე – თაირერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (tyrer v. the United Kingdom) (1978 წელი), რომელიც ეხებოდა არასრულწლოვანის გაწკეპვლას, – ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ევროპული კონვენცია, კერძოდ მისი მე-3 მუხლი, უნდა
განიმარტოს საქმის განხილვის დროინდელი მნიშვნელობით და არა იმ მნიშვნელობით, რომელიც მას ენიჭებოდა 1950 წელს. ევროპული სასამართლოს მიერ განხილული საქმის არსი იყო ის, წარმოადგენდა თუ არა არასრულწლოვანის გაწკეპვლა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას, კერძოდ კი შეადგენდა თუ არა ეს მოქმედება ღირსების შემლახავ სასჯელს. ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოთა სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის
განვითარებისა და ზოგადად დამკვიდრებული სტანდარტების გათვალისწინებით, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ გაწკეპვლა არის ღირსების შემლახავი სასჯელი და, შესაბამისად, მიიჩნია, რომ არასრულწლოვანის გაწკეპვლით დაირღვა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი.

წყარო: კონსტანტინე კორკელია, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება საქართველოში, 2004