• georgian flag
  • english flag

ფემინიზმი (განმარტებითი ლექსიკონი)

A A       112

საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა და დოქტრინა, რომელიც ჩაისახა დასავლეთ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ის მიზნად ისახავს ქალთა და მამაკაცთა თანაბარუფლებიანობას და ემსახურება ქალთა უფლებების დაცვას. არსებობს მრავალი სახის ფემინიზმი: რადიკალური, ლიბერალური, ეკოფემინიზმი, მარქსისტულ–სოციალისტური, შავი ფემინიზმი და სხვა. მათი საერთო მახასიათებელი და გამაერთიანებელი ღერძი კი ქალთა და მამაკაცთა თანაბარუფლებიანობის მოთხოვნა და ზოგადად საზოგადოებისთვის, მათ შორის თვით ქალებისთვისაც, ცნობიერების ამაღლებაა სქესთა შორის არსებული უთანასწორობასა და ამ დისკრიმინაციის გამომწვევი ისტორიული, სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური ფაქტორების ირგვლივ.