• georgian flag
  • english flag

Romeo And Juliet Law (ქართულ-ინგლისურ-ქართული)

A A       222

თუ თინეიჯერი წყვილი ინტიმური ურთიერთობის ფარგლებში დაიწყებს სქესობრივ ცხოვრებას, ისე რომ არც ერთ მათგანს, ან ერთ-ერთ მათგანს არ აქვს მიღწეული შესაბამისი სრულწლოვნების ასაკისთვის, ასეთ შემთხვევებში, როგორც წესი, მათგან უფროსი არის ბრალეული სქესობრივ დანაშაულის ჩადენაში, მაშინაც კი, თუ ურთიერთობა იყო ნებაყოფლობითი.
"რომეო და ჯულიეტის წესი" ემსახურება მიზანს, რომ შეამსუბუქოს ან გააუქმოს ზემოხსენებული ქმეებისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იმ შემთხვევებში, როდესაც წყვილის ასაკებში მცირედი სხვაობაა და სქესობრივი კავშირის სისხლის სამართლის დანაშაულად განხილვას მხოლოდ სამართლებრივად აღიარებული თანხმობის არ არსებობა განაპირობებს.
ფლორიდის სახელმწიფო სტატუტი, რომელიც 2007 წელს იქნა მიღებული, იცავს პირებს სქესობრივ მოძალადეთა სიაში მოხვედრისაგან.
იმისათვის, რომ სტატუსის რეგულაციის ფარგლებში, საგამონაკლისო წესით მოხდეს ქმედების კვალიფიკაცია, მსხვერპლი უნდა იყოს 14 დან 17 წლამდე, რომელიც ნებაყოფლობით ამყარებს სქესობრივ კავშირს და პარტნიორებს შორის ასაკობრივი სხვაობა არ აღემატება 4 წელს. ამასთან, ქმედება უნდა იყოს "დამნაშავის" ერთადერთი სქესობრივი დანაშაული. ეს კანონი ცხადია, ლეგალურად არ აცხადებს არასრულწლოვნებთან სქესობრივ კონტაქტს, არამედ ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ პრევენციას, რათა ასეთი ქმედების მოანწილეები საზოგადოების მხრიდან სექსუალურ მოძალადედ არ იქნენ აღქმული.
ფლორიდის ეს სტატუტი ცნობილია როგორც "რომეო და ჯულიეტის კანონი".