• georgian flag
  • english flag

Megan's law (ქართულ-ინგლისურ-ქართული)

A A       712

მეგანის კანონი. კანონი, რომელიც სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირებს, საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, ავალდებულებს დარეგისტრირდნენ ადგილობრივ საბჭოში. საბჭო უზრუნველყოფს რეგისტრირებული პირების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას იმ სოციუმში, რომლის ნაწილიც აღნიშნული პირები ხდებიან.

წარმოშობა
1994 წელს მეგან კანკა (Megan Kanka), 7 წლის გოგო ნიუ ჯერსის შტატის ქალაქი ჰამილტონიდან, გააუპატიურა და მოკლა მისმა მეზობელმა. მეგანის მშობლებმა იბრძოლეს იმგვარი კანონისთვის, რომელიც შეატყობინებდა ადამიანებს მათ შორის მაცხოვრებელი სქესობრივი დანაშაულის ჩამდენი პირების შესახებ. ე.წ. "მეგანის კანონი" მიიღეს მკველობიდან რამდენიმე თვეში და შემდეგში აშშ-ს არაერთი სხვა შტატის მიერ იქნა გაზიარებული.