ჰუმანიზმი (განმარტებითი ლექსიკონი - სამოქალაქო განათლების ლექსიკონი)
A A 2977 |
[ლათ. humanus – ადამიანური]
მსოფლმხედველობა, რომელშიც მთავარი ადგილი უკავია ადამიანს, როგორც უმთავრეს ფასეულობას. ჰუმანიზმის იდეა გამსჭვალულია ადამიანის მიმართ გულისხმიერებით, სიყვარულით და ადამიანური ღირსების პატივისცემით. ჰუმანიზმი, როგორც ფილოსოფიური მოძღვრება, ჩამოყალიბდა აღორძინების ეპოქაში.