• georgian flag
  • english flag

ჰეგემონიზმი (განმარტებითი ლექსიკონი - სამოქალაქო განათლების ლექსიკონი)

A A       598

[ბერძნ. hegemonia – ჰეგემონია, ბატონობა]
სახელმწიფო დოქტრინა, რომელიც გულისხმობს ერთი რომელიმე ქვეყნის მიერ სხვა ქვეყნის (ან ქვეყნების) საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევას; მისწრაფება მსოფლიო ბატონობისკენ. როგორც წესი, გამოიხატება პოლიტიკური, მორალური და ეკონომიკური შეხედულებების თავსმოხვევით და არ არის აუცილებელი ჰეგემონიის სამხედრო ძალით დამყარება. ასეთ შემთხვევაში ერთ რომელიმე სახელმწიფოს სამხედრო, ეკონომიკური, კულტურული, ინტელექტუალური უპირატესობა აძლევს საშუალებას, საკუთარი წესრიგი დაამყაროს სხვა, უფრო ჩამორჩენილ ქვეყნებში.