• georgian flag
  • english flag

ძალთა წონასწორობა (განმარტებითი ლექსიკონი - სამოქალაქო განათლების ლექსიკონი)

A A       327

ერთ-ერთი უძველესი და უმთავრესი კონცეფცია საერთაშორისო ურთიერთობათა თეორიაში, რომლის მიხედვით, იმის გამო, რომ საერთაშორისო სისტემა ანარქიულია, თითოეული სახელმწიფოს ძირითადი ამოცანაა ბრძოლა თვითგადარჩენისა და თვითდამკვიდრებისათვის. ამის აუცილებელი პირობა კი უსაფრთხოება და დამოუკიდებლობაა. თავიანთი დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად სახელმწიფოები, ჩვეულებრივ, ერთად მოქმედებენ, რათა დაუპირისპირდნენ იმ სახელმწიფოს (ან სახელმწიფოთა ჯგუფს), რომელიც საშიშროებას უქმნის მათ უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს. ამგვარად, საერთაშორისო სისტემა დაყოფილია სახელმწიფოთა რამდენიმე ჯგუფად, რომლებიც დაახლოებით თანაბარი ძალისანი არიან და მათ შორის არსებული ძალთა ბალანსი (წონასწორობა) არის მშვიდობისა და წესრიგის მთავარი გარანტია საერთაშორისო სისტემაში.