• georgian flag
  • english flag

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (განმარტებითი ლექსიკონი - სამოქალაქო განათლების ლექსიკონი)

A A       531

ორგანიზაციის მიზანია წევრ ქვეყნებში ცხოვრებისა და შრომის პირობების შესწავლა, მათი გაუმჯობესების ხელშეწყობა, სოციალური დაზღვევისა და სრული დასაქმების უზრუნველყოფა, მოზარდთა და ქალთა შრომის დაცვა, სიღატაკის წინააღმდეგ ბრძოლა და ა.შ. გარდა ამისა, ორგანიზაცია ამზადებს და შეიმუშავებს შრომის საერთაშორისო კოდექსს, სადაც ჩამოყალიბებულია შრომასთან დაკავშირებული მინიმალური სტანდარტები.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია შეიქმნა 1919 წელს ვერსალის სამშვიდობო კონფერენციაზე, როგორც ერთა ლიგასთან არსებული ავტონომიური ორგანიზაცია. 1946 წლიდან მოქმედებს, როგორც გაეროს სპეციალიზირებული დაწესებულება.
ორგანიზაციის წევრია 171 სახელმწიფო, მათ შორის საქართველოც. მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობენ პროფკავშირებისა და მეწარმეების წარმომადგენლები.