• georgian flag
  • english flag

ქალთა უფლებები (განმარტებითი ლექსიკონი - სამოქალაქო განათლების ლექსიკონი)

A A       613

ადამიანის უფლებები, რომლებიც დაკავშირებულია ქალთა უფლებებსა და თავისუფლებებთან. ქალის უფლებების ცალკე გამოყოფა ნაკარნახევი იყო ქალისადმი ისტორიულად ჩამოყალიბებული სტერეოტიპული დამოკიდებულებით და უთანასწორობის დაძლევის სურვილით.
ქალთა უფლებები ითვალისწინებს ქალის რეპროდუქციული, პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური გადაწყვეტილებების მიმღებ სტრუქტურებში მონაწილეობის, განათლების, დასაქმების, სამშვიდობო პროცესში ჩართვის უფლებებს. ქალთა უფლებების პოლისის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს წარმოადგენს "ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის კონვენცია“.