• georgian flag
  • english flag

ტერორიზმი (განმარტებითი ლექსიკონი - სამოქალაქო განათლების ლექსიკონი)

A A       983

ძალადობის გამოყენება პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. შეიარაღებული თავდასხმა, რომლის მიზანია არა მოწინააღმდეგისადმი რაიმე სტრატეგიული ზიანის მიყენება, არამედ შიშის დანერგვა, შანტაჟი. კერძოდ, ტერორისტული აქტი შეიძლება მიმართული იყოს ადამიანების წინააღმდეგ, რომლებსაც ტერორისტების პოლიტიკურ პოზიციასთან საერთო არაფერი აქვთ.
თანამედროვე ტერორიზმი შესაძლებელია დაიყოს ორ განსხვავებულ ნაწილად. პირველია ლოკალური ტერორიზმი, რომელიც, უმეტეს შემთხვევაში, გამომდინარეობს სხვადასხვა სახის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობებიდან და წარმოადგენს ამ მოძრაობების არალეგალურ ნაწილს, თუმცა, ეს მოძრაობები ხშირად ლეგალიზებულია შესაბამისი საერთაშორისო დოკუმენტებით. ტერორიზმის მეორე ნაირსახეობა მოიხსენიება, როგორც საერთაშორისო (ზოგჯერ გლობალური) ტერორიზმი და გლობალური საფრთხის მატარებლად აღიქმება.