• georgian flag
  • english flag

სქიზმა (განმარტებითი ლექსიკონი - სამოქალაქო განათლების ლექსიკონი)

A A       285

განხეთქილება რელიგიურ გაერთიანებაში, ეკლესიაში. ამ ტერმინით უმთავრესად ქრისტიანული ეკლესიის წიაღში მომხდარი განხეთქილება აღინიშნება. მაგალითად, სქიზმა რომისა და კონსტანტინოპოლის ეკლესიებს შორის ან განხეთქილებები კათოლიკურ ეკლესიაში, რამაც ანტიპაპიზმი წარმოშვა. განხეთქილებაში მყოფ ქრისტიან თანამორწმუნეთა ჯგუფს სქიზმატებს უწოდებენ.