• georgian flag
  • english flag

მოსამართლე (განმარტებითი ლექსიკონი - სამოქალაქო განათლების ლექსიკონი)

A A       745

სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელიც შეიძლება იყოს შესაბამისი საკანონმდებლო პროცედურის საფუძველზე დანიშნული ან არჩეული პირი. მოსამართლე სასამართლო პროცესის განმავლობაში უშუალოდ ახორციელებს მართლმსაჯულებას – განიხილავს საქმეებს და გამოაქვს გადაწყვეტილება.
საქართველოს კანონმდებლობით, მოსამართლე შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე ოცდარვა წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა ხუთი წლის გამოცდილება, ფლობს სახელმწიფო ენას და ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა.