• georgian flag
  • english flag

დიპლომატი (განმარტებითი ლექსიკონი)

A A       331

პირი, რომელსაც უკავია → დიპლომატიური თანამდებობა სახელმწიფოს → საგარეო ურთიერთობების ორგანოებში. დიპლომატი მონაწილეობას იღებს უცხო სახელმწიფოებთან და საერთაშორისო სამართლის სხვა სუბიექტებთან ურთიერთობების განხორციელებაში. ფართო გაგებით, დიპლომატად შეიძლება იწოდებოდეს ნებისმიერი პირი, რომელიც სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილია ამა თუ იმ ფორმით მონაწილეობა მიიღოს საგარეოპოლიტიკური ფუნქციის განხორციელებაში. დიპლომატს მასზე სახელმწიფოს მიერ დაკისრებული ფუნქციის შესრულების მხარდასაჭერად → დიპლომატიური პრივილეგიები და იმუნიტეტები გააჩნია.