• georgian flag
  • english flag

დეპორტაცია (განმარტებითი ლექსიკონი)

A A       651

სახელმწიფოს მიერ ადამიანების იძულებითი გადასახლება მათი საცხოვრებელი ადგილიდან. მისი მიზანი შეიძლება იყოს ეთნიკური უმცირესობების იზოლირება, პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დასჯა და ა.შ. დეპორტაციის აკრძალვას ითვალისწინებენ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-9 და მე-12 მუხლები და შეიარაღებული კონფლიქტების დროს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ ჟენევის 1949 წლის კონვენციის 49-ე მუხლი. გარდა ამისა, დეპორტაცია ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულის (→ დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ) ერთერთ გამოვლინებას წარმოადგენს (სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სტატუტის მე-7 მუხლი).