• georgian flag
  • english flag

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი (განმარტებითი ლექსიკონი)

A A       391

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინსტიტუტი შემოღებულ იქნა → ლისაბონის ხელშეკრულებით. იგი → ევროპული კავშირის ერთერთი ორგანოს, → ევროპული საბჭოს, მიერ ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით აირჩევა ორწლინახევრით. ამასთან, იგი შესაძლოა კიდევ ერთი ვადით იქნას არჩეული. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი იწვევს და თავმჯდომარეობს ევროპულ საბჭოს. მის კომპეტენციაში შედის ევროპული საბჭოს მუშაობის ორგანიზება, განგრძობადობის უზრუნველყოფა და კონსენსუსის მიღწევის ხელშეწყობა. იგი ევროპული საბჭოს ყოველი შეხვედრის დასრულების შემდეგ ანგარიშს წარუდგენს → ევროპულ პარლამენტს. გარდა ამისა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი წარმოადგენს ევროპულ კავშირს → საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში, თუმცა, ამასთან არ ხელყოფს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში კავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კომპეტენციებს.