• georgian flag
  • english flag

უზრუნველყოფის ღონისძიება (განმარტებითი ლექსიკონი)

A A       647

საშუალება რომლითაც ხდება სარჩელის → უზრუნველყოფა. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებია:
ა) ყადაღის დადება → ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა და ფულად სახსრებზე;
ბ) → მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა;
გ) მოპასუხის დავალდებულება გადასცეს მის მფლობელობაში არსებული ნივთი აღმასრულებელს → სეკვესტრის (ქონების იძულებითი მართვის) სახით;
დ) სხვა → პირებისათვის მოპასუხისათვის ქონების გადაცემის ან ვალდებულების შესრულების აკრძალვა;
ე) და სხვა, მათ შორის, ისეთიც, რომელიც პირდაპირ არ არის → კანონით გათვალისწინებული.