• georgian flag
  • english flag

დაზღვევა (განმარტებითი ლექსიკონი)

A A       15

წერილობითი → ხელშეკრულება, რომლითაც სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი) ვალდებულია აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი, ხოლო დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი დადგენილი პერიოდულობით.



საქართველოს უზენაესი სასამართლო

საქმის №: ას-663-624-2011 (2012-02-17)
გადაწყვეტილება სრულად

დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. ამასთან, დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივ მავალდებულებელი ხელშეკრულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა.