• georgian flag
  • english flag

მორატორიუმი (განმარტებითი ლექსიკონი)

A A       1593

1. ვალის გადახდის გადავადება გარკვეული ვადით ან შესაბამის პირობის დადგომამდე - ოფიციალური მორატორიუმი, სახელმწიფო ხელისუფლების სპეციალური აქტებით გაფორმებული ან მხარეთა ურთიერთშეთანხმებით მიღწეული (ორმხრივი ან მრავალმხრივი).
2. სავალო გადახდის შეწყვეტა ვადის დათქმის გარეშე - ფაქტიური მორატორიუმი, ოფიციალურად გამოუცხადებელი (ჩვეულებრივ ცალმხრივი).
3. მოვალის ოფიციალური განცხადება იმის თაობაზე, რომ მას არ ძალუძს ვალების ან მათი ნაწილის გადახდა - განზრახი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს გადაუხდელი დავალიანების დაფარვის პირობების გადასინჯვას.