• georgian flag
  • english flag

კანონთა კოლიზია (განმარტებითი ლექსიკონი)

A A       18

ერთსა და იმავე საკითხზე გაცემული ორი ან მეტი ნორმატიული აქტის წინააღმდეგობა. კოლიზია წყდება იმ ნორმატიული აქტის არჩევის გზით, რომელიც მიესადაგება კონკრეტულ შემთხვევას. ერთსა და იმავე ორგანოს მიერ გაცემულ აქტებს შორის კოლიზიის შემთხვევაში გამოიყენება უფრო გვიანდელი აქტი. სპეციალურ და ზოგად ნორმებს შორის კოლიზიის დროს უპირატესობა ენიჭება სპეციალურ ნორმას. თუ ნორმები მიღებულია სხვადასხვა ორგანოს მიერ გამოიყენება ზემდგომი ორგანოს ნორმა. კოლიზია წარმოიშობა აგრეთვე სხვადასხვა სახელმწიფოს სამართლებრივ აქტებს შორის, კერძოდ, უცხოელი მოქალაქეების მიმართ, რომელთა სამართლებრივი სტატუსი შეიძლება განისაზღვროს როგორც მათი ქვეყნის კანონით, ასევე იმ ქვეყნის, სადაც იმყოფებიან. ასეთი კოლიზია წყდება კოლიზიური ნორმების საფუძველზე, რომლებიც განსაზღვრავენ თუ რომელი ქვეყნის კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამა თუ იმ შემთხვევაში. ამ ნორმების ერთობლიობა ქმნის საკოლიზიო სამართალს.