• georgian flag
  • english flag

დელიქტი (განმარტებითი ლექსიკონი)

A A       2434

იგივე, რას სამართალდარღვევა, ფართო გაგებით - საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული, საზოგადოებისთვის ზიანის მომტანი ქმედება, რომელიც ისჯება კანონით. სამართალდარღვევები შეიძლება იყოს სამოქალაქო (მაგ: ფიზიკური ან იურიდიული პირის ქონების დაზიანება), ადმინისტრაციული (მაგ: საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა) დისციპლინარული და ა.შ. სამართალდარღვევის ყველაზე საშიში ფორმაა დანაშაული. შესაბამისად სამართალდაღვევისთვის შეიძლება დაეკისროს სამოქალაქო, ადმინისტრაციული, დისციპლინარული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
სამოქალაქო სამართალში - დარღვევა, რომელიც არაა დაკავშირებული ხელშეკრულების დარღვევასთან, არამედ ზიანის მიყენებასთან. ზიანის მიყენებაში იგულისხმება ქონებრივი ან არაქონებრივი ზიანი, ფიზიკური ტრავმა, ცილისწამება. აგრეთვე პირადი თავისუფლებების, საკუთრების უფლების და კომერციული ინტერესების შეზღუდვა. პირს, რომელმაც ჩაიდინა სამოქალაქო სამართალდარღვევა ეწოდება დელინკვენტი (tortfeasor).