• georgian flag
  • english flag

ალიმენტი (განმარტებითი ლექსიკონი)

A A       878

რჩენის სახსრები. საალიმენტო ვალდებულების საფუძველს წარმოადგენს საოჯახო ურთიერთობები - ქორწინება, შვილად აყვანა და სხვა. ალიმენტის მიღების უფლება აქვთ პირველ რიგში არასრულწლოვან ბავშვებს, რიგ შემთხვევებში კი ოჯახის მოზრდილ, შრომისუუნარო წევრებსაც. ბავშვებზე ალიმენტს იხდიან პირველ რიგში მშობლები (მშვილებლები), ხოლო მათი სიკვდილის შემთხვევაში ოჯახის სხვა წევრები (პაპა, ბებია, მოზრდილი და-ძმები და ა.შ - ე.წ. ფაქტიური აღმზრდელები).
არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტების ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. თუ მშობლებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს ალიმენტის თაობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალური მატერიალური მდგომარეობა.
სრულწლოვანი შრომისუნარიანი შვილებიც აგრეთვე მოვალენი არიან არჩინონ შრომისუუნარო მშობლები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მშობელს ჩამორთმეული ჰქონდა მშობლის უფლება, ან სასამართლო დაადგენს, რომ მშობლები თავს არიდებენ მშობლის მოვალეობის შესრულებას.