• georgian flag
  • english flag

საზღვრების ურღვევობა (განმარტებითი ლექსიკონი)

A A       922

საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი. იგი გათვალისწინებულია ეუთოს 1975 წლის 1 აგვისტოს დასკვნითი აქტით. კერძოდ, აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფოები აღიარებენ ერთმანეთის საზღვრების ურღვევობას და მათ თავი უნდა შეიკავონ საზღვრების ნებისმიერი ფორმით ხელყოფისგან, ასევე ყოველგვარი მოთხოვნისა და მოქმედებისგან, რომელიც მიმართული იქნება მეორე სახელმწიფოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის დაპყრობისა და უზურპაციისკენ.