• georgian flag
  • english flag

საერთო საკუთრება (განმარტებითი ლექსიკონი)

A A       13

ერთი ნივთი შესაძლებელია წარმოადგენდეს რამდენიმე პირის → საკუთრებას, თუ ამ ნივთზე მოცემული არ არის → საზიარო უფლება. მაშასადამე, თუ მესაკუთრეებს ნივთი ერთობლივად, იდეალურ და არა რეალურ წილებად, არ ეკუთვნით. ისევე როგორც საზიარო უფლება, საერთო საკუთრებაც წარმოიშობა → გარიგების ან კანონის საფუძველზე. თითოეულ თანამესაკუთრეს შეუძლია თავის წილზე საკუთრება განკარგოს (საკუთრების გადაცემა) და უფლებრივად დატვირთოს. უძრავი ნივთის თანამესაკუთრეთა შეთანხმება ნივთის მართვისა და სარგებლობის შესახებ მოქმედებს თანამესაკუთრის უფლებამონაცვლის მიმართ, თუ იგი რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში (სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მე-3 ნაწილი). თითოეულ თანამესაკუთრეს შეუძლია მოთხოვნები წაუყენოს მესამე პირებს საერთო საკუთრებაში არსებული ნივთის შესახებ (მაგალითად, ნივთის უკანონო ხელშეშლის გამო), მაგრამ ნივთის გამოთხოვის უფლება აქვს მხოლოდ ყველა თანამესაკუთრის სასარგებლოდ.