• georgian flag
  • english flag

საერთაშორისო თავაზიანობა (განმარტებითი ლექსიკონი)

A A       9

საერთაშორისო სამართლის სუბიექტებს შორის დიპლომატიურ ურთიერთობებში ქცევის წესი, რომელიც არ არის სავალდებულო ხასიათის. საერთაშორისო ჩვეულებისგან საერთაშორისო თავაზიანობა განსხვავდება იმით, რომ თავაზიანობის აქტს სახელმწიფოები განახორციელებენ ნებაყოფლობით და არა იმ რწმენის საფუძველზე, რომ ისინი ვალდებულნი არიან განახორციელონ მოცემული ქმედება. საერთაშორისო თავაზიანობის აქტის განუხორციელებლობა საერთაშორისო სამართლებრივ პასუხისმგებლობასარ იწვევს. საერთაშორისო თავაზიანობის მაგალითია → დიპლომატიური პროტოკოლის წესები.