• georgian flag
  • english flag

ანექსია (განმარტებითი ლექსიკონი)

A A       1533

ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოს ტერიტორიის ან მისი ნაწილის მითვისება ძალის გამოყენებით. ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში ანექსია ტერიტორიის შეძენის ლეგალურ ფორმას წარმოადგენდა. ომში გამარჯვებულ სახელმწიფოს დამარცხებული სახელმწიფოს ტერიტორიის ან მის ნაწილის მიერთების უფლება გააჩნდა, თანამედროვე საერთაშორისო სამართლით კი ანექსია აკრძალულია, ვინაიდან იგი ხელყოფს → ძალით დამუქრებისა და ძალის გამოყენების აკრძალვის, → ტერიტორიული მთლიანობისა და → საზღვრების ურღვევობის პრინციპებს. აგრესიის განსაზღვრების შესახებ → გაეროს გენერალური ასამბლეის 1974 წლის 14 დეკემბრის რეზოლუციის მიხედვით, ანექსია → აგრესიის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს.