• georgian flag
  • english flag

პროცესი იურიდიული პირის თვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების დროს (განმარტებითი ლექსიკონი)

A A       360

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი სისხლის სამართლის საქმის წარმოების ზოგადი წესის გარდა გამოიყენება აგრეთვე სპეციალური წესები. აღნიშნულ შემთხვევაში იურიდიულ პირში მოიაზრება სამეწარმეო (კომერციული) ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (მისი უფლებამონაცვლე). სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 326-ე მუხლის თანახმად, დაუშვებელია იურიდიული პირის მიმართ სალიკვიდაციო ან რეორგანიზაციასთან დაკავშირებული პროცედურების წარმოება მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის დაწყების მომენტიდან სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე. იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საქმის სასამართლოში გაგზავნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შესახებ პროკურორი აცნობებს იურიდიული პირის ადვოკატს და განუმარტავს მის უფლებას, გაეცნოს საქმის მასალებს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 328-ე მუხლის შესაბამისად, იურიდიული პირის მიმართ გამოტანილი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გამო ქვეყნდეს. განაჩენი ქვეყნდება მსჯავრდებული იურიდიული პირის ხარჯით.