• georgian flag
  • english flag

პრეზიდენტი (განმარტებითი ლექსიკონი)

A A       686

არის სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობის, ეროვნული დამოუკიდებლობის და კონსტიტუციური ორგანოების ფუნქციონირების გარანტი. იგი სახელმწიფოს წარმოადგენს მის საგარეო ურთიერთობებში. 2013 წლისათვის განსაზღვრული საკონსტიტუციო ცვლილებების ძალაში შესვლამდე იგი ასევე არის ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის განმახორციელებელი. ის ასევე არის სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანა სწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით. განმეორებითი არჩევა შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ. საკონსტიტუციო რეფორმის 2013 წელს ძალაში შესვლამდე, საქართველო იქნება საპრეზიდენტო →დემოკრატიის წყობილების ქვეყანა, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი იმავდროულად არის → აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურიც. → პარლამენტის მიმართაც იგი მეტად არის უფლებამოსილი, ვიდრე საპარლამენტო დემოკრატიის მოდელის ფარგლებში. საპარლამენტო დემოკრატიისაგან განსხვავებით, საპრეზიდენტო დემოკრატიაში პრეზიდენტი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისათვის არ საჭიროებს პარლამენტის ნდობას. 2013 წელს ცვლილებების ძალაში შესვლასთან ერთად საქართველო გადადის ე. წ. შერეულ მოდელზე, სადაც სახელმწიფოს პრეზიდენტის რიგ კომპეტენციებს ინაწილებს პრემიერმინისტრი და გარკვეულწილად პარლამენტი. საქართველოს პრეზიდენტთან დაკავშირებით დამატებით იხილეთ საქართველოს→→ კონსტიტუციის მეოთხე თავი.