• georgian flag
  • english flag

ორგანული კანონი (განმარტებითი ლექსიკონი)

A A       1271

სხვა კანონებისაგან განსხვავდება რანგით და გამოიცემა მხოლოდ კონსტიტუციით გათვალისწინებულ საკითხებზე, კერძოდ: სახელმწიფო სიმბოლიკა, არჩევნები, რეფერენდუმი, პარლამენტის წევრის სტატუსი, საკონსტიტუციო სასამართლო, იმპიჩმენტი, მოქალაქეობა, ადგილობრივი თვითმმართველობა, საერთო სასამართლოები და სხვ. ორგანული კანონი ნორმატიული აქტების იერარქიაში დგას კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის შემდეგ და სხვა კანონებთან მიმართებით სარგებლობს უპირატესი იურიდიული ძალით (ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი).
საქართველოს ორგანული კანონის მიღებისათვის საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის მხარდაჭერა, რაც აღემატება „ჩვეულებრივი“ კანონის მიღების პროცედურებს.

წარმოებული სიტყვები: კანონი,