• georgian flag
  • english flag

სამართლის 3 ქალღმერთი

author
უჩა თოდუა
A A       225

post photoძველ ბერძნულ და რომაულ მითოლოგიაში, რიგ შემთხვევებში, გამოყოფდნენ და ეთაყვანებდონენ ტრიადებს - სამ ღვთაებას, როგორც ერთს. ამგვარი ტრადიცია ცნობილია ბევრი ძველი ერის მითოლოგიისთვის.

ზოგადად, ციფრ სამს მითიური ასოციაციების დიდხნიანი ისტორია გააჩნია. შვეიცარიელი ფსიქოლოგის გუსტავ იუნგის მოსაზრებით, ტრიადები რელიგიის ისტორიის არქეტიპია.

ძველ ბერძნულ და რომაულ მითოლოგიაში, ერთ-ერთი ასეთი ტრიადა განასახიერებდა სამართალსაც, როგორც ერთ მთლიანს.

სამართლის ტრიადი წევრებად მიიჩნეოდნენ შემდეგი ქალღმერთები:

სამართლიანობა (Justice)
ძველ საბერძნეთში: Themis
ძველ რომში: Justitia

დამსახურებული სასჯელის მიზღვა (Retribution)
ძველ საბერძნეთში: Nemesis
ძველ რომში: Nemesis

გამოსყიდვა (Redemption)
ძველ საბერძნეთში: Eleos
ძველ რომში: Clementia

პოლ ბაუდრის 1880 წლის ნახატი - "სამართლის განდიდება", განასახიერებს სამართლის ამ ტრიადას. კვარცხლბეკზე წარწერა - Lex imperat, იკითხება, როგორც "სამართალი ბრძანებს".

ჭერის მხატვრობა ამშვენებს საფრანგეთის უზენაესი სასამართლოს (Cour de cassation) დიდი პალატის სხდომათა დარბაზს.