• georgian flag
  • english flag

5 რჩევა საკუთარი ბლოგის დასაწყებად (LexisNexis)

author
უჩა თოდუა
A A       53

post photoბლოგერობის ხელოვნება ათწლეულებია არსებობს ამა თუ იმ ფორმით. მართალია ბლოგის საბაზისო ელემენტები უცვლელი დარჩა, თუმცა ბლოგერობის არსმა განიცადა ევოლუცია.
იმან, რაც დაიწყო, როგორც ინტერნეტ სივრცეში ყვირილის საშუალება, შეიძინა ფუნქციები. ზოგმა ბლოგერმა მისი საქმე მომგებიან სამწერლობო კარიერად აქცია. ამასობაში, ბევრმა ბიზნესმა აღმოაჩინა, რომ ბლოგერობას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ბიზნესის განვითარებაში. აღნიშნული მოიცავს საადვოკატო ბიუროებს (სამართლებრივ ფირმებს), რომლებიც გამორჩეულად გასადეგნი არიან ბლოგერობისთვის. ადვოკატები, როგორც წესი, კარგად წერენ, ხოლო მათი სამუშაოს ინტელექტუალური ბუნება კი ბლოგის პოსტების იდეალურ საზრდოს ქნის.
ადვოკატებისთვის ბლოგის დაწყებას შეუძლია რამდენიმე სარგებლის მოტანა. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული საშუალებას აძლევს საადვოკატო ბიუროებს მოახდინონ საკუთარი ექსპერიზის დემონსტრირება პოტენციური კლიენტებისთვის. ბლოგის თითოეული პოსტით, საადვოკატო ბიურო აჩვენებს სამყაროს, თუ რას ფიქრობს არჩეულ საკითხზე. სამომავლო კლიენტებისთვის, აღნიშნული პოსტები შეიძლება გაცილებით უფრო რელევანტური და გავლენიანი იყოს ადვოკატის არჩევის დროს, ვიდრე ადვოკატის ბიოგრაფია. თუნდაც საადვოკატო ბიუროს ბლოგი არ იძლეოდეს პირდაპირ შემოსავალს, აღნიშნული წარმოადგენს ეფექტიან საშუალებას პროფესიული რეპუტაციის ჩამოყალიბებისათვის, რაც, დროთა განმავლობაში, გამოიწვევს მეტ ცნობადობას და გაზრდილ გადმომისამართებებს. წარმატებული სამართლებრივი ბლოგერები ავითარებენ იმ კოლეგების ფართო ქსელს, ვინც პატივს სცემენ მათ ნაწერებს. ამგვარ ბლოგერებთამ ხშირად გადიან კონსულტაციას და ციტირებენ მედიის წარმომადგენლები, რომლებიც ეყრდნობიან მათ, როგორ მათი დარგის ავტორიტეტებს.
იმ ადვოკატებისთვის და საადვოკატო ბიუროებისათვის, ვისაც სურს საკუთარი სამართლებრივი ბლოგის დაწყება, ქვემოთ მოცემულია 5 რჩევა, რაც უზრუნველყოფს, რომ მკითხველები ბრუნდებინდნენ მეტისთვის.

1. შეინარჩუნეთ საკითხის კონკრეტულობა
ზოგისთვის შეიძლება მიმზიდველი იყოს იმგვარი ბლოგის დაწყების იდეა, რომელიც შეეხება სამართლის, სამართლებრივი პროფესიის ან სამართლებრივი ტრენდების ყველა საკითხს. სამწუხაროდ, ყველაფრის კეთების მიდგომა ართულებს მკითხველთა ერთგული აუდიტორიის განვითარებას. აღნიშნული ასევე ნიშნავს, რომ სავარაუდოდ თქვენ შეხვალთ ისეთი თემებში, რომელთა განხილვის კვალიფიკაციაც არ გაგაჩნიათ (ვის ადარდებს რა აქვს სათქმელი მოთხოვნის უზრუნველყოფის ადვოკატს, უზენაესი სასამართლოს ბოლო შრომითსამართლებრივ გადაწყვეტილებაზე?). კონცენტრირდით იმაზე, რაც საუკეთესოდ იცით, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად სპეციფიურია. უფრო მეტად სავარაუდოა, რომ იპოვით აუდიტორიას, რომელიც აფასებს თქვენს ხედვებს სპეციალიზაციის თქვენს სფეროში, რაც დაგეხმარებათ მოცემულ საკითხზე სანდოობისა და რეპუტაციის შექმნაში.

2. იცნობდეთ თქვენს აუდიტორიას
ისევე, როგორც განხილვის საგანთან მიმართებით, მნიშვნელოვანია, რომ ააგოთ თქვენი ბლოგი სამიზნე აუდიტორიის გარშემო. თუ თქვენი ფიქრები უფრო მეტად მიმართულია ფიქრის ლიდერობის და სხვა სამართლებრივ მოაზროვნეებთან კომუნიკაციის მიმართულებით, თქვენი თემები შესაძლებელია იყოს მცირედით ეზოთერული. იგივე ვრცელდება წერაში მოყენებულ ენაზე - პროფესიული ტერმინოლოგია უფრო მისაღებია. მეორე მხრივ, თქვენი ნაწერების მკითხველი პოტენციური კლიენტები გადავლენ სხვა გვერდზე, თუ ნახავენ ზედმეტ ჟარგონს ან იგრძნობენ, რომ ესაჭიროებათ ხარისხი სამართალში, რათა გაიგონ, თუ რას კითხულობენ.

3. დაპოსტეთ რეგულარულად
ინტერნეტში უამრავი ობოლი ბლოგი და საიტია, რომლებიც სპორადულად პოსტევენ ახალ კონტენტს. არ დაემსგავსოთ მათ.
თქვენს ბლოგზე რეგულარული პოსტვა უნარჩუნებს მკითხველებს ინფორმაციისა და ანალიზისთვის თქვენს საიტზე დაბრუნების ჩვევას. თუ თქვენი პოსტვის დღის წერიგი გაიშვიათდება, საიტი მოკლე დროში შეიძლება გადაავიწყდეს, ერთ დროს ერთგულ აუდიტორიას.
პოსტვა მდგრად საყისებზე აგრეთვე გინარჩუნებთ ფორმაში წერით კუნთებს.

4. განიხილეთ ავტორების დამატება
თქვენს ბლოგზე მეტი ავტორების დამატება ზრდის თქვენი აუდიტორიის ზომას და არეალს. საადვოკატო ბიუროებისათვის ბლოგერობის ფუნქციების გაზიარება წევრებს შორის არის უფასო ტვირთის მინიმუმზე შენარჩუნების გზა და შესაძლებელია მეგობრული სილისკვეთებაც კი შექმნას. ბლოგებისთვის სარედაქციო კალენდრის შექმნა ასევე შესაძლებელია სასარგებლო აღმოჩნდეს სხვა ბიზნეს განვითარების ინიციტივებზე ფიქრისთვის.
დამატებითი ავტორები უფრო მეტად მისასალმებელნი უნდა იყვნენ, თუ მათ უკვე აქვთ მნიშვნელოვანი მყოფობა სოციალურ მედია არხებზე, როგორიცაა Twitter® და LinkedIn®. თქმა არ უნდა, რომ თქვენც უნდა იყენებდეთ სოციალურ მედია არხებს, თქვენი ბლოგის პოპულარიზაციისთვის.

5. მიეცით თქვენს პიროვნულობასა და შეხედულებებს გამოვლენის საშუალება
თქვენს ბლოგზე მხოლოდ სიახლეებს ნუ შეაჯამებთ და ბოლო სამართლებრივ ტრენდებს ნუ მიმოიხილავთ. მკითხველებს აღნიშნული ინფორმაცია შეუძლიათ იპოვოთ სხვა წყაროებზეც, რომელთაც აღნიშნულისთვის მეტი რესურსი გააჩნიათ.
მიეცით თქვენს აუდიტორიას იმგვარი წვდომა და კონტექსტი, რაც სხვაგან არსად იქნება ხელმისაწვდომი. არ არის აუცილებელი იყოთ საუკეთესო მწერალი, რათა განავითაროთ პოპულარული ბლოგი. კონცენტრაცია მოახდინეთ იმის უზრუნველყოფაზე, რომ გამოვლინდეს თქვენი პიროვნულობა, ცოდნის სიღრმე და განსახილველი საკითხისადმი მაღალი ინტერესი.

სტატია ითარგმნა LexisNexis-ის ვებ-გვერდიდან