• georgian flag
  • english flag

ხარ თუ არა კარგი დეტექტივი?

author
ანი ჯინჭარაძე
A A       208

post photoფიქრობთ, რომ საკმაოდ დაკვირვებული ხართ და უმნიშვნელო დეტალებსაც კი ამჩნევთ? მაშ ასე, გთავაზოვთ დეტექტიურ ამოცანებს (პასუხებს იხილავთ პოსტის ბოლოს):

1. მარისამ და ჯულიანამ გადაწყვიტეს ერთ-ერთ ბარში დაელიათ. მათ ყინულიანი კოქტეილები შეუკვეთეს. მარისა იმდენად მწყურვალე იყო, რომ 5 ასეთი სასმელი დალია მანამ, სანამ ჯულიანა ჯერ კიდევ ერთს სვამდა. ჯულიანა მოიწამლა, მარისა კი არა. როგორ?

2. მკვდარი ქალის სხეული მიწაზე აგდია. აშკარაა, რომ ქალბატონი მრავალსართულიანი შენობიდან გადმოხტა და თავი მოიკლა. ადგილზე მალე გამომძიებელი მივიდა. ის შევიდა შენობაში, სიგარეტს ცეცხლი მოუკიდა, ფანჯარა გააღო და ნამწვავი გადააგდო. ამის შემდგომ ის მეორე სართულზე ავიდა და იმავე ქმედებები განახორციელა: სიგარეტს ცეცხლი მოუკიდა, ფანჯარა გააღო და ნამწვავი მოისროლა. ასე გაგრძელდა მანამ, სანამ დეტექტივმა შენობის ყველა ფანჯარა არ გააღო და ნამწვავი არ გადააგდო.
უკან დაბრუნებულმა თქვა, რომ სახეზე არა თვითმკვლელობა, არამედ მკვლელობა იყო. როგორ მიხვდა გამომძიებელი ყოველივე ამას?

3. ქმარმა ცოლი მოკლა, შემდეგ კი მისი სხეული მოიშორა ისე, რომ არავითარი კვალი არ დაუტივებინა. საღამოს მას საგამოძიებო უწყებიდან დაუკავშირდნენ, შეატყობინეს, რომ მისი ცოლი გარდაცვლილი იყო და ის აუცილებლად უნდ ამისულიყო მკვლელობის ადგილზე. ქმარი ადგილზე გამოცხადდა. პოლიციამ ის დააკავა. როგორ მიხვდნენ, რომ სწორედ ის იყო მკვლელი?

4. მამაკაცი სახლში იპოვეს მკვდარი. მას ცალ ხელში ვიდეო ფირი, ხოლო მეორე ხელში იარაღი ეჭირა. გამომძიებელმა ვიდეო ფირი ჩართო. მან მამაკაცის ხმა გაიგონა "აღარაფერი დამრჩა, რის გამოც სიცოცხლე ღირს. ასე აღარ შემიძლია". ამის შემდგომ გაისმა იარაღის გასროლის ხმა. ვიდეო ფირი აქ მთავრდება. გამომძიებელმა დაასკვნა, რომ ეს არა თვითმკვლელობა, არამედ მკვლელობა იყო. როგორ?



ამოხსნა:
1. საწამლავი ყინულში იყო. მარისამ 5-ვე სასმელი იმდენად სწრაფად დალია, რომ ყინულმა გადნობა ვერ მოასწრო - ის გადარჩა. რაც შეეხება ჯულიანას ის მთელი ამ დროის განმავლობაში პირველ სასმელს სვამდა, შესაბამისად ყინულმა გადნობა მოასწრო და ის მოიწამლა.

2. საყურადღებოა ის გარემოება, რომ გამომძიებელი ყოველ სართულზე ფანჯარას "აღებს". თუკი ქალბატონი შენობიდან გადმოხტა, როგორ მოახერხა მან ეს ისე, რომ თან ფანჯარა დაეკეტა?

3. ქმარი ისე მივიდა დანაშაულის ადგილზე, რომ ზუსტი მდებარეობის მონაცემები მას არ მიუღია პოლიციელებისგან. საიდან იცოდა მან დანაშაულის ადგილი?

4. ფირი უკან იყო გადახვეული, რასაც ცხადია გარდაცვლილი ვერ შეძლებდა.