• georgian flag
  • english flag

შეზღუდვა ალკოჰოლურ სასმელზე სხვადასხვა ქვეყნებში

author
ანი ჯინჭარაძე
A A       99

post photoფაქტობრივად მსოფლიოს ვერც ერთმა სახელმწიფომ ვერ მოახერხა, რომ ალკოჰოლის წინააღმდეგ ბრძოლა აერიდებინა თავიდან. დღესდღეობით ბრიტანელი მოზარდები, განსაკუთრებით კი გოგონები, ითვლებიან ევროპის ჩემპიონებად "დალევაში". ესპანეთში აკრძალულია სპირტიანი სასმელის სტადიონებზე, ხოლო ბელორუსიაში სამშენებლო ადგილებში გაყიდვა. ლიტვაში ალკოჰოლის წინააღმდეგ ბრძოლა ყველა ფრონტიდან მიმდინარეობს. საინტერესოა როგორი საკანონმდებლო რეგულაციები მოქმედებს სხვა ქვეყნებში.

სკანდინავიურ ქვეყნებში (დანია, ნორვეგია, შვედეთი) ალკოჰოლური სასმელით ვაჭრობა მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს სფეროში შემავალი სხვადასხვა სავაჭრო ხაზების მიერაა დაშვებული. შვედეთში სპირტიანი სასმელი მხოლოდ Systembolaget-ის სავაჭრო ქსელებში, ისიც განსაზღვრულ დროში (თავად მარკეტული ქსელი სამუშაო დღეებში 10:00-დან 18:00-მდე, ხოლო უქმე დღეებში 10:00-15:00-მდე მუშაობს) იყიდება. ალკოჰოლი მხოლოდ 20 წელზე გადაცილებულ პირებზე იყიდება.

როგორც უკვე აღვნიშნე, ესპანეთში ალკოჰოლური სასმელის სტადიონებზე გაყიდვა აკრძალულია. კატალონიამ ჯერ კიდევ 2009 წელს აკრძალა ალკოჰოლური სასმელის ნებისმიერი სახით პოპულარიზაცია, თუმცა ქვეყნის სხვა რეგიონში შესაძლოა სპირტიანი სასმელის ტელევიზიასა და რადიოში რეკლამირება.

განსხვავებულია სპირტიანი სასმელის გაყიდვის ადგილები და საათები აშშ-ს შტატებშიც. ასე, მაგალითად, კალიფორნიის შტატში აკრძალულია სპირტიანი სასმელის გაყიდვა როგორც ბარებში, ასევე სხვადასხვა სავაჭრო ხაზებში ღამის 2 საათიდან დილის 6 საათამდე. ხოლო კოლორადოში, ნებისმიერი სასმელი, გარდა 3,2%-იანი ლუდისა, უნდა იყიდებოდეს ღვინის სპეციალურ მაღაზიებში. ლატვიაში კი ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელის ყიდვა მხოლოდ 10:00-18:00 საათებში არის შესაძლებელი.

საკმაოდ ხისტი პოლიტიკა აქვს არაბულ ქვეყნებს. მაგალითად, საუდის არაბეთში ალკოჰოლური სასმელის წარმოება, იმპორტირება და მოხმარება კანონით არის აკრძალული.

რაც შეეხება საქართველოს, მოგეხსენებათ, რომ არ არსებობს არავითარი შეზღუდვა ალკოჰოლური სასმელების ყიდვის დროსთან დაკავშირებით. თუმცა, რაღა თქმა უნდა, "მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონი კრძალავს არასრულწლოვანებზე ალკოჰოლური სასმელის მიყიდვას.