• georgian flag
  • english flag

ტოპსი - სპილო, რომელიც სიკვდილით დასაჯეს

author
უჩა თოდუა
A A       98

post photo1903 წლის 4 იანვარს 36 წლის სპილო ტოპსი ლუნას პარკში, კონის კუნძულზე (აშშ), სიკვდილით დასაჯეს. ამბობდნენ, რომ ტოპსი საშიში იყო – მას სამი ადამიანი ჰყავდა მოკლული. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ სამიდან ერთი იყო მისი მწვრთნელი, რომელიც ხშირად ამათრახებდა და რამდენჯერმე ანთებული სიგარეტი აჭამა, რომ ცხოველის ტანჯვისთვის ეცქირა. ამის გამო ტოპსიმ ის გათელა.

სიკვდილით დასჯას უძღვებოდა ცნობილი გამომგონებელი თომას ედისონი. ამ დროს დაწყებული იყო დაპირისპირება ნიკოლა ტესლას AC-სა (ცვლადი დენი) და თომას ედისონის DC-ს (მუდმივი დენი) შორის. ტოპსის სიკვიდილით დასჯა თომას ედისონმა გადაიღო, იმის დასამტკიცებლად, რომ ნიკოლა ტესლას ცვლადი დენი საშიში იყო სიცოცხლისთვის.

თავდაპირველად, გადაწყვეტილი იყო ტოპსის ჩამოხრჩობა, თუმცა ცხოველთა სისასტიკისგან დაცვის ამერიკული საზოგადოების (ASPCA) პროტესტის შემდეგ გადაწყა სხვა გზების მოძიება. დენის გამოყენება იყოს ედისონის შეთავაზება. ელექტროსკამი ადამიანების სიკდილით დასასჯელად 1890 წლის შემდეგ გამოიყენებოდა.

სიკვდილით დასჯამდე ტოპსის 460 გრამი ციანიდით გაჟღენთილი სტაფილო აჭამეს, შემდეგ კი 6600 ვოლტი ძაბვის დენი მიუერთეს. სიკვდილით დასჯას ესწრებოდა 1500-მდე ადამიანი.

2003 წლის 20 ივლისს, კონის კუნძულის მუზეუმში აღიმართა ტოპსის მემორიალი.

ცვლად და მუდმივ დენს შორის დავა ნიკოლა ტესტლას ცვლადი დენის სასარგებლოდ გადაწყდა და დღემდე ჩვენ ტესლას ტექნოლოგიის გამოყენებით ვიღებთ ელექტროენერგიას.

უყურეთ ვიდეოს