• georgian flag
  • english flag

საჯარო ცხოვრების 7 პრინციპი

author
უჩა თოდუა
A A       156

post photo1995 წლის 31 მაისს საჯარო ცხოვრების სტანდარტების კომიტეტმა გამოაქვეყნა „საჯარო ცხოვრების შვიდი პრინციპი“ (ნოლანის პრინციპები).

ინგლისსა და უელსში ყველა საჯარო მოხელე ექვემდებარება აღნიშნულ პრინციპებს. მათი დარღვევა შესაძლებელია გახდეს მოხელის დისციპლინური პასუხისმგებლობის, მათ შორის, სამსახურიდან განთავისუფლების საფუძველი. ეს პრინციპებია:

"1. თავგანწირვა
მათ, ვისაც საჯარო თანამდებდებობა უჭირავთ, უნდა მოქმედებდნენ მხოლოდ საჯარო ინტერესიდან გამომდინარე.

2. პრინციპულობა
მათ, ვისაც საჯარო თანამდებდებობა უჭირავთ, თავიდან უნდა აიცილონ დავალებულობა იმ ადამიანების ან ორგანიზაციების წინაშე, ვინც ეცდება სამსახურში არასათანადო გავლენა მოახდინოს მათზე. მათ არ უნდა იმოქმედონ ან მიიღონ გადაწყვეტილებები საკუთარი თავისთვის, ოჯახისთვის ან მეგობრებისთვის ფინანსური მოგების ან სხვა მატერიალური სარგებლის მისაღებად.

3. ობიექტურობა
მათ, ვისაც საჯარო თანამდებდებობა უჭირავთ, უნდა იმოქმედონ და მიიღონ გადაწყვეტილებები მიუკერძოებლად, სამართლიანად და საფუძვლიანად, საუკეთესო მტკიცებულებების გამოყენებით, დისკრიმინაციის ან მიკერძოების გარეშე.

4. ანგარიშვალდებულება
მათ, ვისაც საჯარო თანამდებდებობა უჭირავთ, ანგარიშვალდებულნი არიან საზოგადოების წინაშე მიღებულები გადაწყვეტილებებისა და მოქმედებებისთვის და უნდა დაუქვემდებარონ საკუთარი თავი კრიტიკას, რაც აუცილებელია აღნიშნულის უზრუნველსაყოფად.

5. ღიაობა
მათ, ვისაც საჯარო თანამდებდებობა უჭირავთ, უნდა მოქმედებდნენ და მიიღონ გადაწყვეტილებები ღია და გამჭვირვალე წესით. ინფორმაცია არ უნდა იყოს დაფარული საზოგადოებისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოქმედებისთვის არსებობს ნათელი და კანონიერი საფუძვლები.

6. პატიოსნება
მათ, ვისაც საჯარო თანამდებდებობა უჭირავთ, უნდა იყვნენ გულწრფელნი.

7. ლიდერობა
მათ, ვისაც საჯარო თანამდებდებობა უჭირავთ, უნდა გამოავლინონ აღნიშნული პრინციპები საკუთარ მოქმედებებში. მათ აქტიურად უნდა შეუწყონ ხელი და მყარად დაუჭირონ მხარი აღნიშნულ პრინციპებს, ასევე სურდეთ წინ აღუდგნენ არასათანადო ქმედებას, როდესაც კი ის გამოვლინდება."