• georgian flag
  • english flag

გაეროს სასწავლო კურსები

author
უჩა თოდუა
A A       294

post photoგაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს (UNODC) მიერ 2010 წლიდან შექმნილია გლობალური ელექტრონული სწავლების პლატფორმა. პტარფორმა ინგლისურ ენაზე, უფასოდ, გთავაზობთ ლიდერი საერთაშორისო ექსპერტების მიერ შემუშავებულ 380-ზე მეტ ონლაინ და ოფლაინ სასწავლო მოდულებს, მათ შორის, შემდეგ თემებზე:

● ორგანიზებული დანაშაული;
● ორგანიზებული ნარკოდანაშაულის გამოძიება;
● კიბერდანაშაული;
● ადამიანის უფლებები;
● ანტიკორუფცია;
● ფულის გათეთრება და ფინანსური დანაშაულები;
● გამოძიება დანაშაულის ადგილზე;
● ადამიანებით ვაჭრობა;
● სამოსამართლო ეთიკა;
● ნარკო იდენტიფიკაცია და ტესტირება;
● გენდერული საკითხები;
● ბავშვთა ექსპლოატანციის გამოძიება;
● იარაღის კონტრაბანდა;
● კონტრტერორიზმი;
● სადაზვერვო საქმიანობა.

ყოველი სრული სასწავლო კურსის გავლის შემდეგ გადმოგეცემათ შესაბამისი სერთიფიკატი.

UNODC გლობალური ელექტრონული სწავლების პლატფორმის ვებ-მისამართია:
www.unodc.org/elearning/

UNODC გლობალური ელექტრონული სწავლების პლატფორმით სარგებლობისთვის შექმენით მომხმარებელი და გაიარეთ ავტორიზაცია.