• georgian flag
  • english flag

ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ კომპანიის ავტომანქანის მართვა სოციალურად საწინააღმდეგო ქცევის წესს არ წარმოადგენს

author
ნანა ჯაფარიძე
A A       49

post photoსასამართლო/ინსტიტუცია: ნიდერსაქსენ-ბრემენის
პირველი ინსტანციის
სოციალური სასამართლო
გამოქვეყნების თარიღი: 13.08.2018
გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი: 05.07.2018
საქმის ნომერი: L 6 AS 80/17


ცელე-ბრემენის პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ კომპანიის თანამშრომლის მიერ ავტომანქანის მართვა არასამუშაო საათებში არ წარმოადგენს სოციალური ქცევის წესების დარღვევას და არ აქვს რაიმე სპეციფიკური კავშირი სოციალური დამხმარების მიღების მოთხოვნასთან.
განსახილველ შემთხვევაში 59 წლის მოსარჩელემ სარჩელი შეიტანა დასაქმების ცენტრის წინააღმდეგ, რომელიც სოციალური დახმარების თანხის უკან დაბრუნებას ითხოვდა. მოსარჩელე მუშაობდა გერმანიის ერთ-ერთ ქალაქ ზალცგიტერში დიდი ზომის ავტომობილის მძღოლად, რომელსაც ტვირთი გადაჰქონდა. შაბათ დღეს ის აღნიშნავდა თავისი პირველი შვილიშვილის დაბადებას, რომლის დროსაც სვამდა ალკოჰოლს. მას შემდეგ რაც სიგარეტი ჩააქრო და სურდა ბენზინგასამართ სადგურზე ავტომანქანის ბენზინით განახლება, პოლიციელთა ჯგუფმა ის დაიჭირა. პოლიციის ცნობით მოსარჩელის სისხლში 2,3 პრომილე ალკოჰოლი შეინიშნებოდა. მოსარჩელის წინააღმდეგ გამოცემულ იქნა მოსამართლის ბრძანება, რომლის მიხედვითაც ის მოქმედებდა გაუფრთხილებლობით ნასვამ მდგომარეობაში ავტოსაგზაო მოძრაობისას. მას ჩამოერთვა ავტომანქანის მართვის უფლება და გადაეცა ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის თავიდან მოპოვებაც 9 თვის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა. მართვის უფლების ჩამორთმევის გამო დამსაქმებელმა მოსარჩელესთან შეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება, რის შედეგაც მოსარჩელეს დაენიშნა სოციალური დახმარება. დასაქმების ცენტრი ითხოვდა მოსარჩელის წინააღმდეგ 2600 ევროს უკან დაბრუნებას, იმ მიზნით, რომ მისი ქცევა სოციალურ ნორმებს ეწინააღმდეგებოდა და რომ მან უხეშად დაარღვია სამსახურეობრივი გულმოდგინების ვალდებულება.
ცელე-ბრემენის პირველი ინსტანციის სასამართლომ დასაქმების სამსახურის პოზიცია არ გაიზიარა.
პირველი ინსტანციის სოციალური სასამართლოს განმარტებით კომპანიის თანამშრომლის მიერ არასამუშაო საათებში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მგზავრობას არ აქვს რაიმე სპეციფიკური კავშირი სოციალური დახმარების მოთხოვნასთან, როგორც ქონების გაფლანგვის შემთხვევაშია ყურადსაღები. შესაბამისად, მოსარჩელის ქმედება სოციალურად გაუმართლებელი არ იყო და მას სოციალური დახმარების ანაზღაურება არ უნდა მოეხდინა. პირველი ინსტანციის სოციალურმა სასამართლომ იხელმძღვანელა ფედერალური სოციალური სასამართლოს პრაქტიკით და დაადგინა, რომ დანაშაულში ანტი-სოციალურობა გამორიცხული იყო, რომელსაც პატიმრობის გაუქმებამდე და შემოსავლის მიღების დაკარგვამდე მივყავდით.

ქვემდგომი ინსტანცია
ბრაუნშვაიგი, განაჩენი 23.11.2016- S 52 AS /16
წყარო: ცელე-ბრემენის პირველი ინსტანციის სასამართლოს პრესსამსახური 13.08.2018