• georgian flag
  • english flag

თვით დარაჯებს ვინ უდარაჯებს?!

author
თამარ ერგემლიძე
A A       222

post photoარსებობს სხადასხვაგავარი ინტერპრეტაციები მარადიული კითხვის ნამდვილი წარმოშობისა და პირველსაწყის მიმართებასთან დაკავშირებით. ლათინური ფრაზა - "quis custodiet ipsos custodes?" რომაელი პოეტის იუვენალისის მიერ მის ნაწარმოებში იქნა გამოყენებული ე.წ. მოდარაჯეებთან დაკავშირებით. ოჯახური ერთგულების დაცვის მიზნით მათ ევალებოდათ ედარაჯათ რომაელი ქალბატონებისთვის და ქმრებისთვის შეეტყობინებინათ ცოლის მხრიდან ღალატისა და დანაშაულის შესახებ.

ზოგიერთს მიაჩნია, რომ რიტორიკულმა კითხვამ, ძველ რომში პირველად პრაქტიკულ ვითარებაში გაიჟღერა, როდესაც სახელმწიფოს ბეღელებიდან დიდი ოდენობით მარცვლეულის დაკარგვის აღსაკვეთად, გამოსავალის სახით, საცავებისთვის მუდმივი დარაჯების მიჩენა იყო შემოთავაზებული.

დღესდღეობით - "თვით დარაჯებს ვინ უდარაჯებს" ხშირად გამოიყენება განზოგადებულად, ისეთ კონტექსტთან მიმართებით, სადაც საუბარია თვით კონტროლის ფუნქციის მქონე პირთა (ინსტიტუციათა) გაკონტროლების საჭიროებაზე.

დაახლოებით ამ შინაარსის მატარებელია დისკუსია დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის თაობაზეც.
ახალი სახელმწიფო ინსტიტუცია ე.წ. დარაჯების (წესრიგისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე მდგომი ორგანოები და პირები) უკანონო ქმედებების გასაკონტროლებლად იქნება შესაბამისი უფლებამოსილებებით აღჭურვილი.
ცხადია, თავის მხრივ, დარაჯები დასჭირდება დამოუკიდებელ საგამოძიებო ინსტიტუციასაც.