• georgian flag
  • english flag

იურიდიული კინოს ფენომენი

author
მარი კახაძე
A A       1172

post photoზოგჯერ ფილმები დიდ ყურადღებას უთმობენ მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებს, სამართლის პრინციპების, თეორიის, ფილოსოფიის, სამართლის სხვადასხვა სფეროს კონკრეტული ნორმების ჩვენებას. კინოს სასამართლოს პრაქტიკაც იყენებს, როცა პროცესებზე სარგებლობს აუდიო-ვიდეო დოკუმენტებით.

მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი საინტერესო სახელმძღვანელო „სამართალი და კინო“ 2012 წელს , ბენიამინ რივაია და პაბლო დე სიმას ავტორობით ითარგმნა ქართულად. სახელმძღვანელოში დაწვრილებით მიმოხილულია ე.წ იურიდიული კინოს ფენომენი. წიგნში შეკრებილია ცნობილი 100 ფილმი, სადაც ჩანს თუ როგორ მნიშვნელობას ანიჭებს კინო სამართალს. როგორც წიგნის წინათქმაშია მოცემული ესპანეთის რამდენიმე უნივერსიტეტში იკითხება საგანი „სამართალი და კინო“. აღნიშნულ სახელმძღვანელოში მოცემული ფილმების განხილვით სამართლებრივ საკითხებზე მსჯელობასა და დისკუსიას წარმატებით იყენებენ ესპანეთის საჯარო მოხელეთა (მათ შორის, მოსამართლეთა) მოსამზადებლად შექმნილ სპეციალურ დაწესებულებებში.

გთავაზობთ სახელმძღვანელოში მოცემულ რამდენიმე ფილმს. დასახელებები შეიცავს ბმულს.
1."გონივრულ ეჭვს მიღმა“
2. "მოკვდეს ჯაფარა“
3. "ტრუმენის შოუ“ (ცხოვრება პირდაპირ ეთერში)“
4. "სამოქალაქო საქმე“
5. "დღის საქმე“


წყარო: "სამართალი და კინო 100 ფილმში", ბენიამინ რივაია, პაბლო დე სიმა, საქართველოს უზენაესი სასამართლო, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლა, 2012