• georgian flag
  • english flag

იდეალური მოსამართლე - „ჰერკულესი“

author
მეგი ბაგრატიონი
A A       5622

post photoრთული შემთხვევები

სამართალი - ბუნებით განპირობებული ადამიანთა უფლება-მოვალეობების განმსაზღვრელი ზოგადსავალდებულო ქცევის წესების ერთობლიობა და საზოგადოებრივი ურთიერთობების მოწესრიგების სისტემაა, რომელსაც ახასიათებს ნორმატიულობა, ფორომალური განსაზღვრულობა, სისტემურობა და მათი შესრულება სახელმწიფოებრივი ზემოქმედებით არის უზრუნველყოფილი.

და მაინც:
რა არის ის რასაც სამართალს ვუწოდებთ? შედგება კი ის საყოველთაო მორალური პრინციპებისაგან, რომლებიც ბუნებასთან შესაბამისობაშია, თუ ის ძირითადად ადამიანის მიერ შექმნილი, ძალაში მყოფი წესების, ბრძანებების ან ნორმების ნაკრებია? აქვს თუ არა სამართალს სპეციფიკური მიზნები, როგორებიც არის: პირადი უფლებების დაცვა, მართლმსაჯულების აღსრულება და სხვ.

რა ხდება, როდესაც მოსამართლე აღმოჩნდება რთული საქმის პირისპირ, რომელსაც ვერანაირ დადგენილებას ან მანამდე მიღებულ გადაწყვეტილებას ვერ მიუსადაგებს? - ის მოქმედებს თავისი შეხედულებისამებრ და საქმეს წყვეტს ისე, როგორც მას მიაჩნია სწორად?
ამერიკელი იურისტი რონალდ დვორკინი (1931-2013) უპირისპირდება ამ პოზიციას და უჩვენებს, რომ მოსამართლე არ ჰქმნის სამართალს, არამედ განმარტავს იმას, რაც უკვე სამართლებრივი მასალების ნაწილს წარმოადგენს. დვორკინის მთავარი დებულებაა, რომ „სამართალი სიცარიელეების გარეშე არსებული სისტემაა“. განიხილავს ორ სიტუაციას:
1. მოუთმენელი მემკვიდრე (საქმე -Riggs v. Palmer, 115 NY 506 (1889)) - რომელზედაც ანდერძია გაფორმებული, კლავს ანდერძის დამტოვებელს.
• უნდა მიეცეს მას მემკვიდრეობის უფლება?
2. დიდი მოჭადრაკე მოწინააღმდეგეს ყურადგებას უფანტავს იმით, რომ გამუდმებით უღიმის. მოწინააღმდეგე აპროტესტებს.
• არის ღიმილი ჭადრაკის წესების დარღვევა?

დვორკინის თქმით: - „მან იცის, რომ სხვა მოსამართლეებს მისი მსგავსი საქმეები გადაუწყვეტიათ. მან ისე უნდა იფიქროს, რომ მათი გადაწყვეტილებები თითქოს მის მიერ ასახსნელი გრძელი ამბის ნაწილი იყოს და შემდეგ, საკუთარი მსჯელობით შეეცადოს, ეს ამბავი რაც შეიძლება უკეთ განავითაროს და დაასრულოს“. დვორკინის სამართალი შედგება წესების და წესისგარეშე სტანდარტებისაგან, როდესაც სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს რთული შემთხვევა მან უნდა მოუხმოს (მორალურ და პოლიტიკურ) სტანდარტებს - პრინციპებსა და სტრატეგიებს - იმისათვის, რომ განაჩენი გამოიტანოს.
სამართლებრივ სისტემებს ახასიათებს, საკამათო ანუ რთული შემთხვევები, როდესაც მოსამართლემ უნდა აწონ-დაწონოს, დეტალურად გაიაზროს, როგორც ეს სამართალშია დადგენილი, თუ როგორ უნდა გადაწყდეს ასეთი შემთხვევები კანონიერად. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ ის ერთვება განმარტების პროცესში, რომელშიც ფიგურირებს მორალური არგუმენტები. კანონის ეს განმარტებითი განზომილება დვორკინის თეორიის ფუნდამენტურ კომპონენტს წარმოადგენს. მისი თავდასხმა სამართლის პოზიტივიზმე განპირობებულია ამ თეორიის მიერ შეთავაზებული სამართლისა და მორალის გამიჯვნის შეუძლებლობით.

არ არსებობს წესი, რომელიც უშუალოდ მიესადაგებოდეს ისეთ „რთულ შემთხვევას“, როგორიცაა საქმე - Riggs v. Palmer. აღნიშული ანდერძი იყო იურიდიული ძალის მქონე მკვლელის სასარგებლოდ. მაგრამ ვერ გაერკვიათ, შეეძლო თუ არა მკვლელს მემკვიდრეობის მიღება, რადგან ანდერძით დატოვების წესში არ იყო დაშვებული შესაბამისი გამონაკლისი. ამის გამო, მკვლელს ჰქონდა მემკვიდრეობის უფლება. თუმცა ნიუ იორკის სასამართლოს აზრით, წესების გამოყენება ექვემდებარებოდა იმ პრინციპს, რომ „ ვერც ერთმა ადამიანმა ვერ უნდა ისარგებლოს თავის მიერ ჩადენილი ბოროტებით“. ამდენად, მკვლელმა ვერ შეძლო მისი მსხვერპლისაგან მემკვიდრეობის მიღება. ეს გადაწყვეტილება ავლენს იმას, რომ წესების გარდა, სამართალი მოიცავს პრინციპებს.

როგორც დვორკინი გადმოგვცემს, მეორე დილემის გადასაწყვეტად მოიყვანეს მომრიგებელი მოსამართლე, რათა მას დაედგინა, არის თუ არა ღიმილი ჭადრაკის წესების დარღვევა. ჭადრაკის თამაშის წესები ამის შესახებ არაფერს გვეუბნება. ამიტომაც მოსამართლეს უნდა გაეთვალისწინებინა ჭადრაკის, როგორც ინტელექტუალური თამაშის ხასიათი. გულისხმობს ეს ფსიქოლოგიურ დაშინებას? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას უნდა ეპოვა პასუხი, რომელიც საუკეთესოდ „მოერგებოდა“ და ახსნიდა ჭადრაკის პრაქტიკას, რაც განაპირობებდა სწორ პასუხს ამ შეკითხვაზე.


ამგვარად, მოსამართლემ უფრო სტანდარტები უნდა გამოიყენოს ვიდრე კანონები. იდეალურმა, მოსამართლემ, რომელსაც დვორკინი „ჰერკულესს“ უწოდებს უნდა „ააგოს აბსტრაქტული და კონკრეტული პრონციპების სქემა, რომელიც ყველა ზოგადი კანონის ზედმიწევნით გამართლებას უზრუნველყოფს და კონსტიტუციური და კანონით დადგენილი პრონციპების მსგავსად, ეს გამართლება პრინციპულად უნდა განხორციელდეს, აღსრულდეს“.

წყარო: // რ.უექსი - სამართლსი ფილოსოფია (ძალაინ მოკლე შესავალი), თბილისი, 2012, 56-67გვ.//