• georgian flag
  • english flag

15 ტერმინი, რომელიც ყველა იურისტმა უნდა იცოდეს

author
ნათია ფულარიანი
A A       3255

post photo1. იმპლემენტაცია - საერთაშორისო-სამართლებრივი ნორმების სახელმწიფოს მიერ შესრულება, განხორციელება.

2. რატიფიცირება - პროცესი, რომლის მეშვეობით სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანო ადასტურებს მთავრობის მიერ საერთაშორისო შეთანხმების ხელმოწერას.

3. დენონსირება - დადგენილი ფორმით სახელმწიფოს ნების გამომჟღავნება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.

4. ბლანკეტური ნორმა - ისეთი ნორმა, რომელიც მიუთითებს სხვა კანონზე ან სხვა მუხლზე.


5. დისპოზიციური ნორმა - ნორმა, რომელიც არ არის შესასრულებლად სავალდებულო. ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ დისპოზიციურ ნორმაში მოცემული ალტერნატივებიდან აირჩიონ ერთ-ერთი ან თავად მოიფიქრონ, თუ როგორ სურთ მათ შორის არსებული ურთიერთობის მოწესრიგება.

6. იმპერატიული ნორმა - ნორმა, რომელიც შესასრულებლად სავალდებულოა ყოველგვარი დათქმისა და გამონაკლისების გარეშე. ურთიერთობის მონაწილეები არ არიან უფლებამოსილი საწინააღმდეგოდ მოიქცნენ.


7. სანქცია - ნორმის სტრუქტურული ნაწილი, რომელიც ასახავს ნორმის დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელ ზემოქმედების ზომას.

8. კოლიზია - ვითარება, როდესაც ორი ან მეტი ნორმა ერთსა და იმავე სამართლებრივ ურთიერთობას სხვადასხვაგვარად აწესრიგებს.

9. კონფისკაცია - ქონების ჩამორთმევა სახელმწიფოს სასარგებლოდ.

10. ორგანული კანონი - კანონის სახე, რომელიც მიიღება მხოლოდ კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში და მხოლოდ განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სფეროთა მოსაწესრიგებლად (მაგ. არჩევნები, მოქალაქეობა). ორგანული კანონი იერარქიულად კანონზე მაღლა დგას.

11. პენალიზაცია - სისხლის სამართლის კანონით განსაზღვრული სასჯელის ზომის გამკაცრება.

12. დეპენალიზაცია - სისხლის სამართლის კანონით განსაზღვრული ერთი დანაშაულის სხვა დანაშაულთან გაერთიანება.

13. პრეზუმფცია - სამართლებრივი დაშვება, ვარაუდი. პრეზუმფციის ძალით სასამართლო მიიჩნევს, რომ განსაზღვრული დებულება ჭეშმარიტია, სანამ მოწინააღმდეგე მხარე საპირისპიროს დამტკიცებას ვერ შეძლებს.

14. პრეიუდიცია - ვითარება, როდესაც ფაქტობრივი გარემოებები მტკიცებას არ საჭიროებენ.

15. დელიქტი - მართლსაწინააღმდეგო მოქმედება ან უმოქმედობა, რომელიც ზიანს აყენებს მესამე პირის ქონებას.