• georgian flag
  • english flag

კანიბალიზმი კენჭისყრით - რეჯინა დადლის და სტივენსის წინააღმდეგ

author
უჩა თოდუა
A A       135

post photo1883 წელს ინგლისური იახტა "Mignonette" შეიძინა ავტრალიელმა ადვოკატმა ჯონ ჰენრი ვონთმა. იახტა არ იყო განკუთვნილი შორეული მოგზაურობისთვის, თუმცა ერთადერთი გზა მისი ავტრალიაში გადასატანად იყო ატლანტიკის და ინდოეთის ოკეანეების გავლით.

ჯონმა დაიქირავა იახტის ეკიპაჟი, რომელიც შედგებოდა 4 წევრისგან: ტომ დადლი (კაპიტანი), ედვინ სტივენსი, ედმუნ ბრუკსი და რიჩარდ პარკერი (იუნგა). რიჩარდ პარკერი იყო 17 წლის, ობოლი და გამოუცდელი მეზღვაური.

1884 წელს იახტა გაემგზავრა საუთჰემპტონიდან (დიდი ბრიტანეთი) სიდნეის (ავსტრალია) მიმართულებით. 5 ივლისს, კეთილი იმედის კონცხთან (სამხრეთ აფრიკა), იახტა მოხვდა საზღაო კატასტროფაში და ეკიპაჟს მოუწია 4 მეტრიან სამაშველო ნავში გადასვლა. მეზღვაურებმა მოასწრეს მხოლოდ სანავიგაციო ინსტრუმენტებისა და ორი კონვერვის ქილა თალგამის წაღება. ისინი უახლოესი მიწიდან 1100 კმ-ით იყვნენ დაშორებული.

5 ივლისიდან 15 ან 17 ივლისამდე ეკიპაჟმა შეჭამა მხოლოდ ორი კონსერვის ქილა და სტივენსის მიერ მიერ შემთხვევით დაჭერილი კუ (1.4 კგ). მტკნარი წყალის არქონისა და უწვიმო ამინდების გამო, ეკიპაჟის წევრები სვამდნენ საკუთარ შარდს. 20 ივლისისთვის ზღვის წყლის დალევისგან პარკერი გახდა ცუდად.

სავარაუდოდ 16-17 ივლისს მეზღვაურებმა პირველად განიხილეს კენჭისყრით ერთ-ერთი მოკვლა სხვების გამოსაკვებად. განხილვა სავარაუდოდ გაგრძელდა 21 ივლისამდე, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე. 23 ან 24 ივლისს პარკერი ჩავარდა კომაში.

საღამოს დადლიმ წამოჭრა საკითხი, რომ პარკერი სავარაუდოდ კვდებოდა, მას და სტივენსს კი ოჯახები ყავდათ. მისი აზრით, პარკერის ბუნებრივ გარდაცვლებამდე უკეთესი იყო მისი მოკვლა, რადგან მის სისხლს დალევდნენ. ბრუკსი წინააღმდეგი იყო, თუმცა დადლი მოგვიანებით ამბობდა, რომ ბკურსმა დასტური მისცა მათ.

მომდევნო დილით (კატასტროფიდან მე-20 დღეს) დადლიმ და სტივენსმა ჩუმად ანიშნეს ერთმანეთს პარკერის მოკვლა. დადლიმ წარმოთქვა ლოცვა, სტივენსს ეჭირა ახალგაზრდის ფეხები, თუ ის გაიბრძოლებდა და ამ დროს დადლიმ ჯიბის დანით საძილე არტერია გადაუჭრა პარკერს. დადლი შემდგომში აღწერდა სცენას: "გარწმუნებთ ვერასოდეს დავივიწყებ ჩემი კომპანიონების და საზარელი საკვების სცენას. ჩვენ ვიყავით როგორც შეშლილი მგლები - ვის შეხვდებოდა მეტი".

6 სექტემბერს დადლი, სტივენსი და ბრუკსი გადაარჩინა გერმანულმა ხომალდმა. გადარჩენილები დაწმუნებულნი იყვნენ, რომ მათი მოქმედება დაცული იყოს ზღვის ჩვეულებებით.

1884 წლის 9 დეკემბერს ბრიტანეთის დედოფლის სასამართლო შემადგენლობამ გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე და დაადგინა, რომ მკვლელობის გამართლებისთვის არ არსებობდა აუცილებლობა, არც სამართლებრივი პრეცედენტის, არ მორალის და ეთიკის საფუძველზე. დადლის და სტივენსს მიესაჯათ სიკვდილით დასჯა, შეწყალებით რეკომენდაციით.

სასამართლოს გადაწყვეტილება, მათ შორის, ეფუძნებოდა არგუმენტს, რომ თუ წყურვილის მოკვლისა და გამოკვების აუცილებლობა არ ამართლებდა ქურდობას, იგივე აუცილებლობა მით უფრო მოკვდინებას ვერ გაამართლებდა.

მოგვიანებით, საზოგადოებრივი აზრის ზეგავლენით, დადლი და სტივენსი შეიწყალეს. მათ 6 თვით მოუწიათ საპატიმროში ყოფნა.

საქმე რეჯინა (დედოფალი) დადლის და სტივენსის წინააღმდეგ (Regina v. Dudley and Stephens) გახდა პრეცედენტული საქმე ინგლისურ და მთლიანად საერთო სამართლის სისტემის ქვეყნების სისხლის სამართალში, რომლითაც დადგინდა, რომ აუცილებლობა არ არის მკვლელობის ბრალდებაში გამართლების საფუძველი.