• georgian flag
  • english flag

ცილისწამება და კორექტული იუმორი ნისლიან ალბიონზე

author
უჩა თოდუა
A A       732

post photoევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის, ე.წ. ბრექსითის საკითხი უაღრესად აქტუალური თემაა ნისლიან ალბიონზე. 9 იანვარს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატაში შედგა შემდეგი საუბარი პარლამენტის წევრსა და სპიკერს შორის:

ადამ ჰოლოვეი (პარლამენტარი, თემთა პალატა):
- ყველამ შევამჩნიეთ ბოლო თვეებში სტიკერი თქვენს მანქანაზე, რომელიც ნეგატიურ კომენტარს აკეთებს ბრექსითზე (ხმაური). არა, ეს არის სერიოზული საკითხი მიკერძოების თაობაზე. ატარებთ მანქანას აღნიშნული სტიკერით?

ჯონ ბერქოუ (პარლამენტის სპიკერი, თემთა პალატა):
- ვფიქრობ ჩანაწერი აჩვენებს, რომ დიდ პატივს ვცემ და დიდად სიმპათიით ვარ განწყობილი საპატიო ჯენტლმენის მიმართ - ვუსმინე ყველა საკითხზე და ერთადერთი მიზეზი, რატომაც დავაბრკოლე ამჯერად, და იმედი მაქვს მაპატიებთ აღნიშნულს, არის ის, რომ მის შესავალ სიტყვაში იყო ფაქტობრივი ხარვეზი. უაღრესაც გულწრფელად ვამბობ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო უნებლიე შეცდომა, თუმცა იყო ფაქტობრივი ხარვეზი. პატივცემულმა ჯენტლმენმა თქვა, რომ უკანასნელ თვეებში, შემჩნეულია სტიკერი ჩემს მანქანაში. ეს სტიკეტი, ბრექსითის თემაზე, მიმაგრებული არის ჩემი ცოლის მანქანის საქარე მინაზე (სიცილი). დიახ, და დარწმუნებული ვარ, რომ საპატიო ჯენტლმენი არ შემოგვთავაზებდა არცერთი წუთით, რომ ცოლი რაიმენაირად არის ქმრის ქონება ან საკუთრება (სიცილი). მას უფლება აქვს საკუთარ მოსაზრებებზე. ეგ სტიკერი არ არის ჩემი და სულ ეს არის.